ბიტკოინი

ბიტკოინი (ინგლ. Bitcoin, bit — „ბიტი“ და coin — „მონეტა“) — მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება. ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო, რომელმაც 2008 წელის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა კომპიუტერმა მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით; ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტისსაფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.

 

საზომი ერთეული

ბიტკოინის ძირითადი საზომი ერთეული არის თავად სიტყვა “ბიტკოინი”. მცირე ზომის ბიტკოინები ანუ სატოშები, წარმოადგენენ ბიტკოინის მეასმემილიონედს, ის ბიტკოინის ყველაზე მცირე საზომი ერთეულია (1 სატოში=0.00000001 ბიტკოინი). ეს სახელი მისი შემქმნელის- სატოში ნაკამოტოს გამო დაერქვა.

 

by wikipedia